Monday, November 25, 2019

წრის        რეფლექსია



ჩემი წრის "მოზაურობა ფოლკლორში"  მიზანია:მოსწავლეებს გაუღრმავოს ცოდნის ჰორიზონტი ,განუვითაროს მუსიკალური აზროვნების,დაკვირვების,განზოგადების,ანალიზის უნარი.
 მე-3,მე-4,მე-7 კლასის ნაკრები მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისაგან შევქმენი მუსიკალური წრე "მოგზაურობა ფოლკლორში".დავგეგმე  10  საკითხი შესასრულებლად,რომელიც 9 შეხვედრაზე განვახორციელეთ.მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ როგორც სიმღერის შესწავლას,ასევე მთლიანად  ხალხური სასიმღერო ფოლკლორის მიმოხილვას,სწორად მღერის ტექნიკის შესწავლას და თითოეული სიმღერის მოკლე ისტორიების გაცნობას.სიამოვნებით მოისმინეს შესასწავლი სიმღერები ცნობილი ადამიანების შესრულებით.
წრეში მუშაობამ მოგვცა ცოდნა განვასხვავოთ ერთმანეთისგან პროფესიული და ხალხური  მუსიკა.ხალხთა მუსიკალურ პოეტური ხელოვნება, რომელიც ასახავს ხალხის
ცხოვრებას,მის ისტორიას,სულიერ სამყაროს.ხალხური ზეპირსიტყვიერებისაგან თუ ზღაპრებოდან სათანადო მაგალითების მოტანით წრის მეცადინეობისას გამოიკვეთა ხალხური სიმღერის აღმზრდელობითი მნიშვნელობა.
მოსწავლეები გაეცნენ ხალხურ მუსიკას,როგორც პროფესიული მუსიკის საფუძველს,კლასიკური კომპოზიტორების სიყვარულს ხალხისა და მისი მუსიკისადმი.მათ მიერ ხალხური მუსიკალური ხელნაწერების საუკეთესო ნიმუშების გულდასმით შესწავლა,შეგროვებაზე.
"მოგზაურობა ფოლკლორში"   არ სრულდება,იგი მხოლოდ დაიწყო და კვლავ გაგრძელდება


პროექტის ხელმძღვანელი:ნონა ხავთასი.

 პროექტი     " სასიქადულო მამულიშვილი""

                 




    პროექტის შინაარსი და აქტუალობა--- ბავშვები გაეცნობიან ჩვენი რაიონის საამაყო ადამიანის, რესპუბლიკის სახალხო არტისტის,დამსახურებული ინჟინრის გურული სიმღერის და ცეკვის დიდოსტატის გიორგი სალუქვაძის შესახებ ინფორმაციას. ეწვევიან მისი სახელობის სახლ-მუზეუმს მის მსობლიურ  ცხემლისხიდისში

   პროექტის მიზანი--მოსწავლეებმა გაიცნონ დაგაიაზრონ ჩვენი ფოლკლორის უნიკალურობა,გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფიაზე გავლით,სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნების ისტორიას, კულტურას ამ ადამიანების რვაწლსა და თავდადებულ შემოქმედებით მოტანილ, შენახულ, უნიკალურ ხალხური მარგალიტების ნიმუშებს.
გაიცნონ პიროვნება,რომელიც ერთდროულად ორ დიდ საქმეს უხდიდა ხარკს, ახლის შენებას, როგორც ინჟინერი და ხალხურ ხელოვნების უკვდავებას როგორც შემომქმედი.
      პროექტის სასწავლო მიზნები----სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნება,თანამშრომლობის კულტურის ამაღლება,სოციუმთან ურთიერთობა ხელოვნების და კულტურული ცხოვრების დაფასება და სიყვარული. სხვისი სიკეთით განვლილი ცხოვრების შეფასების და დაფასების უნარი.
       
პროექტის მსვლელობა--აქტივობა-1- 10-11
  პროექტის იდეის განხილვა აქტივობების დაგეგმვა პასუხიმგებელი პირის გამოკვეთა

 2--აქტივობა----12-11

მსობლებთან შეხვედრა და ჩართვა საორგანიზაციო საკითხებში. მოსწავლეთათვის პროექტის თემის და მიზნების გაცნობა.
                                 

   3-- აქტივობა----15--11
   მოსწავლეებმა დავალებები გაინაწილეს, ინფორმაციების მოძიება ფოტო მასალების შეკრება.სკოლის დირექტორთან შეხვედრა მგზავრობის ხარჯების აღნუსხვა სახლ მუზეუმში გასვლის რიცხვის შეთანხმება და გამგზავრების დაგეგმვა.
         
                     
    4- აქტივობა--20-11.
    სახლ მუსეუმის დათვალიერება ფოტოების გადაღება.
                       
 

     5----აქტივობა--23--11 ( გიორგობა დღეს)  შეგროვილი მასალებით ფოტოებით- კედლის გაზეთის გამოშვება სახელწოდებით " სასიქადულო მამულიშვილი"
 

პროქეტის ხე-ლი:       ნონა ხავთასი


                           

                   


პროექტის რეფლექსია


ჩემი პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისატვის გამეცნო ჩვენი ფოლკლორის უნიკალურობა,გაეგოთ და გაეთვალისწინებინათ.ეს მიზანი გამოჩენილი ადამიანის  ბიოგრაფიაზე გავლით.ამ ადამიანების ღვაწლისა და თავდადებულ შემოქმედებით დღემდე მოტანილ ხალხურ  მარგალიტის ნიმუშები.
ბავშვებთან ერთად გავიარეთ ერთკვირიანი საინტერესო სახალისო აქტივობები,მოვიძიეთ როგორც ინფორმაციული ისე აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.მოვაწყვეთ საკლასო ოთახში ჩვენება და განხილვა.საინტერესო იყო სახლ-მუზეუმის და მისი შემოგარენის დათვალიერება.თითქოს თვალწინ გაირბინა იქ მცხოვრებიადამიანების ყოველდღიურმა ყოფა-ცხოვრებამ.აღფრთოვანებაში მოგვიყვანა სახმ-მუზეუმის წინ მდგარმა უზარმაზარმა ცაცხვის ხემ ,რომლის დარგვაც გიორგი სალუქვაძის დაბადებას უკავშირდება.
შეგროვილი მასალებით,ფოტოებით გამოვუშვით კედლის გაზეთი.მოვაწყვეთ პრეზენტაცია.ბავშვები და მშობლები კმაყოფილები დარჩნენ.ვერ შევძელით ვიდეო გადაღება,მაგრამ გადავიღეთ სურათები.
პროექტი მნიშვნელოვან როლს  თამაშობს მოზარდის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.იგი უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას,თანამშრომლობის უნარს,დამოუკიდებელი მუშაობის უნარს,ინფორმაციის მოძიების უნარებს.



მასწავლებელი:ნონა ხავთასი




ბლოგის მისამართი:khavtasinona@blogstop.com














წრის შეფასება- მოსწავლისა და მშობლის ხელწერები













Monday, November 11, 2019




მეცადინეობა #  --9

     28-11-2019

  1ვემზადებით მინი კონცერტისთვის,ჩვენს მიერ შესწავლილი სიმღერებით და მათიისტორიის ცოდნის გამომჟღავნებით

  2განვმარტავთ სხვაობას პროფესიულ მუსიკასადა ხალხურ მუსიკას შორის გავანალიზეთ რომ ხალხური მუსიკა პროფესიული მუსიკის საფუძველს წარმოადგენს.
მეცადინეობა# 8

22---11-2019

1.ვისაუბრეთ სიმღერის სწავლების დანიშნულებაზე, ბავშვებს განუვითარდეთ მელოდიის სწორად შესრულების უნარი.კილოსადა რიტმის ემოციური სმენითი აღქმის მიზნით უნდა განუმტკიცდეთ სწორი სუნთქვა.



მეცადინეობა #7.

16.11.2019წ.

განვაახლეთ მეცადინეობა,გავიმეორეთ უკვე შესწავლილი სიმღერები.გადავედით მოსმენით ნაწილზე,ბავშვებმა თავად მოიძიეს და მოიტანეს ფოლკლორის ნიმუშები(მაგ.კ.პაჭკორიას "აბა-ულა")მოვისმინეთ ჯერ ხალხური ვარიანტი შემდეგ კი დამუშავებული და გავაკეთეთ ანალიზი რა ცვლილება განიცადა ხალხურმა ვარიანტმა.



მეცადინეობა #6


12.11 2019წ.

1.ძველის განმტკიცება და ახალი სიმღეერის ხმების განაწილება შეერთება და ტექსტის ჩაწერა.რათა შემდგომ კარგად გავაანალიზოთ სად შეიძლება ნიუანსის შესწორება და ჟღერადობის გაძლიერება ან შესუსტება რთული პარტიების ნაწილ-ნაწილ დაყოფა.