Monday, November 25, 2019


 პროექტი     " სასიქადულო მამულიშვილი""

                 




    პროექტის შინაარსი და აქტუალობა--- ბავშვები გაეცნობიან ჩვენი რაიონის საამაყო ადამიანის, რესპუბლიკის სახალხო არტისტის,დამსახურებული ინჟინრის გურული სიმღერის და ცეკვის დიდოსტატის გიორგი სალუქვაძის შესახებ ინფორმაციას. ეწვევიან მისი სახელობის სახლ-მუზეუმს მის მსობლიურ  ცხემლისხიდისში

   პროექტის მიზანი--მოსწავლეებმა გაიცნონ დაგაიაზრონ ჩვენი ფოლკლორის უნიკალურობა,გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფიაზე გავლით,სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნების ისტორიას, კულტურას ამ ადამიანების რვაწლსა და თავდადებულ შემოქმედებით მოტანილ, შენახულ, უნიკალურ ხალხური მარგალიტების ნიმუშებს.
გაიცნონ პიროვნება,რომელიც ერთდროულად ორ დიდ საქმეს უხდიდა ხარკს, ახლის შენებას, როგორც ინჟინერი და ხალხურ ხელოვნების უკვდავებას როგორც შემომქმედი.
      პროექტის სასწავლო მიზნები----სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნება,თანამშრომლობის კულტურის ამაღლება,სოციუმთან ურთიერთობა ხელოვნების და კულტურული ცხოვრების დაფასება და სიყვარული. სხვისი სიკეთით განვლილი ცხოვრების შეფასების და დაფასების უნარი.
       
პროექტის მსვლელობა--აქტივობა-1- 10-11
  პროექტის იდეის განხილვა აქტივობების დაგეგმვა პასუხიმგებელი პირის გამოკვეთა

 2--აქტივობა----12-11

მსობლებთან შეხვედრა და ჩართვა საორგანიზაციო საკითხებში. მოსწავლეთათვის პროექტის თემის და მიზნების გაცნობა.
                                 

   3-- აქტივობა----15--11
   მოსწავლეებმა დავალებები გაინაწილეს, ინფორმაციების მოძიება ფოტო მასალების შეკრება.სკოლის დირექტორთან შეხვედრა მგზავრობის ხარჯების აღნუსხვა სახლ მუზეუმში გასვლის რიცხვის შეთანხმება და გამგზავრების დაგეგმვა.
         
                     
    4- აქტივობა--20-11.
    სახლ მუსეუმის დათვალიერება ფოტოების გადაღება.
                       
 

     5----აქტივობა--23--11 ( გიორგობა დღეს)  შეგროვილი მასალებით ფოტოებით- კედლის გაზეთის გამოშვება სახელწოდებით " სასიქადულო მამულიშვილი"
 

პროქეტის ხე-ლი:       ნონა ხავთასი


                           

                   


პროექტის რეფლექსია


ჩემი პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისატვის გამეცნო ჩვენი ფოლკლორის უნიკალურობა,გაეგოთ და გაეთვალისწინებინათ.ეს მიზანი გამოჩენილი ადამიანის  ბიოგრაფიაზე გავლით.ამ ადამიანების ღვაწლისა და თავდადებულ შემოქმედებით დღემდე მოტანილ ხალხურ  მარგალიტის ნიმუშები.
ბავშვებთან ერთად გავიარეთ ერთკვირიანი საინტერესო სახალისო აქტივობები,მოვიძიეთ როგორც ინფორმაციული ისე აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.მოვაწყვეთ საკლასო ოთახში ჩვენება და განხილვა.საინტერესო იყო სახლ-მუზეუმის და მისი შემოგარენის დათვალიერება.თითქოს თვალწინ გაირბინა იქ მცხოვრებიადამიანების ყოველდღიურმა ყოფა-ცხოვრებამ.აღფრთოვანებაში მოგვიყვანა სახმ-მუზეუმის წინ მდგარმა უზარმაზარმა ცაცხვის ხემ ,რომლის დარგვაც გიორგი სალუქვაძის დაბადებას უკავშირდება.
შეგროვილი მასალებით,ფოტოებით გამოვუშვით კედლის გაზეთი.მოვაწყვეთ პრეზენტაცია.ბავშვები და მშობლები კმაყოფილები დარჩნენ.ვერ შევძელით ვიდეო გადაღება,მაგრამ გადავიღეთ სურათები.
პროექტი მნიშვნელოვან როლს  თამაშობს მოზარდის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.იგი უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას,თანამშრომლობის უნარს,დამოუკიდებელი მუშაობის უნარს,ინფორმაციის მოძიების უნარებს.



მასწავლებელი:ნონა ხავთასი




ბლოგის მისამართი:khavtasinona@blogstop.com














No comments:

Post a Comment