Monday, November 25, 2019

წრის        რეფლექსია



ჩემი წრის "მოზაურობა ფოლკლორში"  მიზანია:მოსწავლეებს გაუღრმავოს ცოდნის ჰორიზონტი ,განუვითაროს მუსიკალური აზროვნების,დაკვირვების,განზოგადების,ანალიზის უნარი.
 მე-3,მე-4,მე-7 კლასის ნაკრები მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისაგან შევქმენი მუსიკალური წრე "მოგზაურობა ფოლკლორში".დავგეგმე  10  საკითხი შესასრულებლად,რომელიც 9 შეხვედრაზე განვახორციელეთ.მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ როგორც სიმღერის შესწავლას,ასევე მთლიანად  ხალხური სასიმღერო ფოლკლორის მიმოხილვას,სწორად მღერის ტექნიკის შესწავლას და თითოეული სიმღერის მოკლე ისტორიების გაცნობას.სიამოვნებით მოისმინეს შესასწავლი სიმღერები ცნობილი ადამიანების შესრულებით.
წრეში მუშაობამ მოგვცა ცოდნა განვასხვავოთ ერთმანეთისგან პროფესიული და ხალხური  მუსიკა.ხალხთა მუსიკალურ პოეტური ხელოვნება, რომელიც ასახავს ხალხის
ცხოვრებას,მის ისტორიას,სულიერ სამყაროს.ხალხური ზეპირსიტყვიერებისაგან თუ ზღაპრებოდან სათანადო მაგალითების მოტანით წრის მეცადინეობისას გამოიკვეთა ხალხური სიმღერის აღმზრდელობითი მნიშვნელობა.
მოსწავლეები გაეცნენ ხალხურ მუსიკას,როგორც პროფესიული მუსიკის საფუძველს,კლასიკური კომპოზიტორების სიყვარულს ხალხისა და მისი მუსიკისადმი.მათ მიერ ხალხური მუსიკალური ხელნაწერების საუკეთესო ნიმუშების გულდასმით შესწავლა,შეგროვებაზე.
"მოგზაურობა ფოლკლორში"   არ სრულდება,იგი მხოლოდ დაიწყო და კვლავ გაგრძელდება


პროექტის ხელმძღვანელი:ნონა ხავთასი.

 პროექტი     " სასიქადულო მამულიშვილი""

                 




    პროექტის შინაარსი და აქტუალობა--- ბავშვები გაეცნობიან ჩვენი რაიონის საამაყო ადამიანის, რესპუბლიკის სახალხო არტისტის,დამსახურებული ინჟინრის გურული სიმღერის და ცეკვის დიდოსტატის გიორგი სალუქვაძის შესახებ ინფორმაციას. ეწვევიან მისი სახელობის სახლ-მუზეუმს მის მსობლიურ  ცხემლისხიდისში

   პროექტის მიზანი--მოსწავლეებმა გაიცნონ დაგაიაზრონ ჩვენი ფოლკლორის უნიკალურობა,გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფიაზე გავლით,სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნების ისტორიას, კულტურას ამ ადამიანების რვაწლსა და თავდადებულ შემოქმედებით მოტანილ, შენახულ, უნიკალურ ხალხური მარგალიტების ნიმუშებს.
გაიცნონ პიროვნება,რომელიც ერთდროულად ორ დიდ საქმეს უხდიდა ხარკს, ახლის შენებას, როგორც ინჟინერი და ხალხურ ხელოვნების უკვდავებას როგორც შემომქმედი.
      პროექტის სასწავლო მიზნები----სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნება,თანამშრომლობის კულტურის ამაღლება,სოციუმთან ურთიერთობა ხელოვნების და კულტურული ცხოვრების დაფასება და სიყვარული. სხვისი სიკეთით განვლილი ცხოვრების შეფასების და დაფასების უნარი.
       
პროექტის მსვლელობა--აქტივობა-1- 10-11
  პროექტის იდეის განხილვა აქტივობების დაგეგმვა პასუხიმგებელი პირის გამოკვეთა

 2--აქტივობა----12-11

მსობლებთან შეხვედრა და ჩართვა საორგანიზაციო საკითხებში. მოსწავლეთათვის პროექტის თემის და მიზნების გაცნობა.
                                 

   3-- აქტივობა----15--11
   მოსწავლეებმა დავალებები გაინაწილეს, ინფორმაციების მოძიება ფოტო მასალების შეკრება.სკოლის დირექტორთან შეხვედრა მგზავრობის ხარჯების აღნუსხვა სახლ მუზეუმში გასვლის რიცხვის შეთანხმება და გამგზავრების დაგეგმვა.
         
                     
    4- აქტივობა--20-11.
    სახლ მუსეუმის დათვალიერება ფოტოების გადაღება.
                       
 

     5----აქტივობა--23--11 ( გიორგობა დღეს)  შეგროვილი მასალებით ფოტოებით- კედლის გაზეთის გამოშვება სახელწოდებით " სასიქადულო მამულიშვილი"
 

პროქეტის ხე-ლი:       ნონა ხავთასი


                           

                   


პროექტის რეფლექსია


ჩემი პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისატვის გამეცნო ჩვენი ფოლკლორის უნიკალურობა,გაეგოთ და გაეთვალისწინებინათ.ეს მიზანი გამოჩენილი ადამიანის  ბიოგრაფიაზე გავლით.ამ ადამიანების ღვაწლისა და თავდადებულ შემოქმედებით დღემდე მოტანილ ხალხურ  მარგალიტის ნიმუშები.
ბავშვებთან ერთად გავიარეთ ერთკვირიანი საინტერესო სახალისო აქტივობები,მოვიძიეთ როგორც ინფორმაციული ისე აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.მოვაწყვეთ საკლასო ოთახში ჩვენება და განხილვა.საინტერესო იყო სახლ-მუზეუმის და მისი შემოგარენის დათვალიერება.თითქოს თვალწინ გაირბინა იქ მცხოვრებიადამიანების ყოველდღიურმა ყოფა-ცხოვრებამ.აღფრთოვანებაში მოგვიყვანა სახმ-მუზეუმის წინ მდგარმა უზარმაზარმა ცაცხვის ხემ ,რომლის დარგვაც გიორგი სალუქვაძის დაბადებას უკავშირდება.
შეგროვილი მასალებით,ფოტოებით გამოვუშვით კედლის გაზეთი.მოვაწყვეთ პრეზენტაცია.ბავშვები და მშობლები კმაყოფილები დარჩნენ.ვერ შევძელით ვიდეო გადაღება,მაგრამ გადავიღეთ სურათები.
პროექტი მნიშვნელოვან როლს  თამაშობს მოზარდის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.იგი უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას,თანამშრომლობის უნარს,დამოუკიდებელი მუშაობის უნარს,ინფორმაციის მოძიების უნარებს.



მასწავლებელი:ნონა ხავთასი




ბლოგის მისამართი:khavtasinona@blogstop.com














წრის შეფასება- მოსწავლისა და მშობლის ხელწერები













Monday, November 11, 2019




მეცადინეობა #  --9

     28-11-2019

  1ვემზადებით მინი კონცერტისთვის,ჩვენს მიერ შესწავლილი სიმღერებით და მათიისტორიის ცოდნის გამომჟღავნებით

  2განვმარტავთ სხვაობას პროფესიულ მუსიკასადა ხალხურ მუსიკას შორის გავანალიზეთ რომ ხალხური მუსიკა პროფესიული მუსიკის საფუძველს წარმოადგენს.
მეცადინეობა# 8

22---11-2019

1.ვისაუბრეთ სიმღერის სწავლების დანიშნულებაზე, ბავშვებს განუვითარდეთ მელოდიის სწორად შესრულების უნარი.კილოსადა რიტმის ემოციური სმენითი აღქმის მიზნით უნდა განუმტკიცდეთ სწორი სუნთქვა.



მეცადინეობა #7.

16.11.2019წ.

განვაახლეთ მეცადინეობა,გავიმეორეთ უკვე შესწავლილი სიმღერები.გადავედით მოსმენით ნაწილზე,ბავშვებმა თავად მოიძიეს და მოიტანეს ფოლკლორის ნიმუშები(მაგ.კ.პაჭკორიას "აბა-ულა")მოვისმინეთ ჯერ ხალხური ვარიანტი შემდეგ კი დამუშავებული და გავაკეთეთ ანალიზი რა ცვლილება განიცადა ხალხურმა ვარიანტმა.



მეცადინეობა #6


12.11 2019წ.

1.ძველის განმტკიცება და ახალი სიმღეერის ხმების განაწილება შეერთება და ტექსტის ჩაწერა.რათა შემდგომ კარგად გავაანალიზოთ სად შეიძლება ნიუანსის შესწორება და ჟღერადობის გაძლიერება ან შესუსტება რთული პარტიების ნაწილ-ნაწილ დაყოფა.


Saturday, November 9, 2019

                                  პროექტი


პროექტის სახელწოდება:მუსიკა და სიტყვა
             
პროექტის მთავარი ოდეა:გავარკვიოთ რა კავშირი აქვს სიტყვას მუსიკასთან.კერძოდ,სონატასთან,ოპერასთან,სიმფონიასთან,ბალეტთან.

პროექტის აქტუალობა:გავიგოთ რა დატვირთვა აქვს ვოკალურ ნაწარმოებში ტექსტს.
ადამიანი ჩვეულებრივი სიტყვებით მეტყველებს,გამომსახველობის მიზნით ამაღლებს და  ადაბლებს ტონს,აჩქარებს და ანელებს სამეტყველო ტემპს.სიტყვების საშუალებით გავიგებთ თუ რისი გადმოცემა სურს კომპოზიტორს მუსიკაში.

პროექტის მიზანი:მოსწავლემ აღიქვას მუსიკა,როგორც ინფორმაციას და კომუნიკაციის საშუალება.               




შედეგი თვალსაჩინოა: თუ მოსწავლე საუბრობს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება კონკრეტული მუსიკალური განწყობილების,ჩანაფიქრის გამოხატვა მუსიკალური
გამომსახველობის სხვადასხვა ხერხის საშუალებით.

მოსწავლეები იმუშავებენ წყვილებში მუსიკისა და  სიტყვის კავშირზე.

პროექტი მოსწავლეებს აუმაღლებს ცნობიერების დონეს მუსიკაში.გაუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას.

მოსწავლეთა ასაკი:  მე-7 კლასი

ვადები:31.10.2019წ----8.11.2019წ


მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;

1.მოსწავლეები შეისწავლიან კომპოზიტორების:შუმანის,შოპენის,გრიგის,მენდელსონის უსიტყვო სიმღერის წარმოშობას.

2.მოსწავლეები პარალელს გაავლებენ სიტყვიერ კავშირს მუსიკასთან მიმართებაში
3.მოსწავლეები გაიგებენ თუ  რა როლი აქვს სიტყვას მუსიკაში.

პროექტისთვის საჭირო რესურსები:1.სახელმძღვანელო
                                                                  2.კომპიუტერი ინტერნეტით
                                                               

        პროექტის მსვლელობა

აქტივობა 1.   თემის გაცნობა.--------31.10.2019წ
აქტივობა 2.ნაწარმოების მოსმენა.მოკლე მიმოხილვა .მოსმენილის ანალიზი-4.11.2019წ
აქტივობა 3.პრეზენტაციის მომზადება----8.11.2019წ
აქტივობა 4.შეფასება











პროექტის რეფლექსია


ჩემი პრროექტის მიზანი იყო მოსწავლეებმა აღიქვან მუსიკის, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საშუალება. მოსწავლეები საუბრრობს, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული მუსიკალური განწყობილების, კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოატვა მუსიკალური გამომსახველობითი ხერრხებით. განვიხილეთ თუ მუსიკა როგორ შეიძლება დაკავშირებული იყოს ხელოვნების სხვა დარგებთან. გავაანალიზეთ რომ მუსიკა კავშირშია სიტყვასთან და პირიქით. პროექტი განვახორციელეთ გეგმის მიედვით. განვსაზღვრეთ შესრულების ვადა- 1 კვირა. გამოვიყენეთ ლიტერატურა და კომპიუტერული ტექნიკა, განვიხილეთ ცნობილი კომპოზიტორის გრიგის სანოტო მაგალითი. ბავშვებმა იმუშავეს დამოუკიდებლად,შედგა მოძიებული მასალების განხილვა და პრეზენტაცია აუდიტორიასთან. პრროექტებით სწავლება მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარს, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ხავთასი.



Friday, November 8, 2019

წრის მეცადინეობა #5                                    8..11-2019წ




1.ხმების შეერთება,დამუშავება ,სიმღერის სრული ვერსიის მღერა

2.ნიუანსების გამოყოფა,დახვეწა,და ახალი სიმღერისთვის მოსამზადებელ;ი გამღერება..



Saturday, November 2, 2019


გაკვეთილის  გეგმა ისტ-ის გამოყენებით
სახელი და გვარი მასწავლებლის:ნონა ხავთასი
საგანი:მუსიკა
პირადი ნომერი:33001013336
სწავლის საფეხური--მე-3კლასი
მოსწავლის რაოდენობა:-14
გაკვეთილის თემა:ხალხური,კლასიკური და საესტრადო საკრავები
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სტილის თუ ჟანრის მუსიკალური ნიმუშების,კომპოზიტორთა თუ შემსრულებელთა გახსენება,განსვავება-დიალოგის,მსჯელობის პროცესში მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოატვა.ისტ-ის გამოყენებით მუსიკის მოსმენით გამოწვეული საკუთარი განწყობის გადმოცემა.


#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1.
საორგანიზაციო საკითების მოგვარება.თემისა და მიზნის გაცნობა
პრეზენტაცია
მთელი კლა სი
დაფა.ჟურნალი
1წთ
2.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.რა ვიცით ხალხური სიმღერისა და ანსამბლების შესახებ?
2.ხალხურ მუსიკაში რომელი საკრავებია გამოყენებული?
3.რა ვიცით კლასიკური მუსიკის შესახებ?
4.რომელ ინსტრუმენტებზე სრულდება ის?
5.როგორია საესტრადო მუსიკა?
6.რომელ კატეგორიის მუსიკას უსმენთ?
კომპიუტერით მოვასმენინებ ნაწყვეტებს სამივე ჟანრის მუსიკიდან და განასხვავებენ.
კითხვა-პასუი
მთელი კლასი
კომპიუტერი, დინამიკი
10წთ
3.
მასწავლებელი ხსნის აალ მასალას თან ასმენინებს შესაბამის მუსიკას და უსნის შესაბამის საკრავებს და აჩვენებს ინტერნეტით
მოსმენა,პრეზაენტაცია
მთელიკლასი
კომპიუტერი,დინამიკები

20წთ
4.
მოსწავლეები თვითონ ნახულობენ ინტერნეტით შესაბამის მუსიკას.
ბუკებში
მუშაობა
ჯგუფებში
ბუკები
10წთ
5.
მასწავებელი აძლევს
საშინაო დავალებას
პრეზენტაცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
2წთ
6
მასწავლებელი იძლევა განმავითარებელ შეფასებას
პრეზენტაცია
მთელი კლასი

2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლე განასხვავებს სხვადასვა ჟანრის მუსიკას და საკრავებს.


გაკვეთილის რეფლექსია


გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლემ შეძლოს მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის,საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.განასხვავოს ხალხური,კლასიკური,საესტრადო მუსიკის საკრავები  ისტ-ის გამოყენებით.
გაკვეთილი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით.კომპიუტერის გამოყენებამ გაკვეთილზე ხელი შეუწყო  მოტივაციის გაზრდას,მასალის ადვილად დამახსოვრებას,მოსწავლეების აქტიურად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.მათ კომპიუტერით ნახეს ყველა საკრავი.
და შესაბამისი მუსიკის ნაწყვეტები.



მასწავლებელი:ნონა ხავთასი

2.გამოყენებული რესურსის ბმული:ka.wikipedia.org.ge



ისტ-ის გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე
გაკვეთილის  გეგმა
სახელი და გვარი მასწავლებლის:ნონა ხავთასი
საგანი:მუსიკა
პირადი ნომერი:33001013336
სწავლის საფეხური--III კლასი
მოსწავლის რაოდენობა:-14
გაკვეთილის თემა:ვენის კლასიკოსები
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი დამოკიდებულება გადმოსცეს ამ ეპოქის მუსიკის შესახებ


#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1.
საორგანიზაციო საკითების მოგვარება.თემისა და მიზნის გაცნობა
პრეზენტაცია
მთელი კლა სი
დაფა.ჟურნალი
1წთ
2.
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს
სლაიდ-შოუს საშუალებით ცნობილ კომპოზიტორთა სურათებს.
პრეზენტაცია
ელექტრონული
მთელი კლასი
კომპიუტერი,პროექტორი
5წთ
3.
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ბეთჰოვენის საბავშვო პიესას ზაზუნა-კლასთან ერთად მსჯელობს  თუ რა ქმნის ამ თემის გარკვეულ ხასიათს.ხატავენ ქმნიან პატარა მინიატურულ თხზულებას
მოსმენა,პრეზაენტაცია
მთელიკლასი
კომპიუტერი,დინამიკები

30წთ
4.
ელექტრონულ ტექსტებზე მუშაობა(მასწავლებლის მიერ გაგზავნილი)
ბუკებში
მუშაობა
წყვილებში
ბუკები
5 წთ
5.
მასწავებელი აძლევს
საშინაო დავალებას
პრეზენტაცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
2წთ
6
მასწავლებელი იძლევა განმავითარებელ შეფასებას
პრეზენტაცია
მთელი კლასი

2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლე ამოიცნობს საკრავებს  სოლო ჟღერადობის დროს.განასხვავებს საკრავებს მასალის მიხედვით.


მასწავლებელი:ნონა ხავთასი



გაკვეთილის რეფლექსია


ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ საკუთარი დამოკიდებულება ამ ეპოქის მუსიკის შესახებ.გაკვეთილი წარიმართა  გეგმის 
მიხედვით.მოსწავლეების მხრიდან იგრძნობოდა ინტერესი,გამოყენებულმა რესურსებმა და ისტ-მა ხელი შეუწყო ახალი მასალის უკეთ ათვისებას,დამახსოვრებას.მოსწავლეებმა იმსჯელეს, აზრი  გ ამოთქვეს კლასიკოსების,კერძოდ ვენის კლასიკოსების შესახებ და სურვილიც გამოთქვეს მათი მოსმენის.

მასწავლებელი:  ნონა  ხავთასი

2.გამოყენებული ელ.რესურსის ბმული:ka.wikipedia.org.ge



ისტ-ის გამოყენება  მუსიკის გაკვეთილზე
გაკვეთილის  გეგმა
სახელი და გვარი მასწავლებლის:ნონა ხავთასი
საგანი:მუსიკა
პირადი ნომერი:33001013336
სწავლის საფეხური--III კლასი
მოსწავლის რაოდენობა:-14
გაკვეთილის თემა:ლარჭი
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ უნდა შეძლოს ერთმანეთისაგან განასახვავოს ნასწავლი მუსიკალური საკრავები.როგორ აისახება მასალის სხვადასხვა ფორმა ხალხურ მუსიკაში?

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1.
საორგანიზაციო საკითების მოგვარება.თემისა და მიზნის გაცნობა
პრეზენტაცია
მთელი კლასი
დაფა.ჟურნალი
2წთ
2.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.რომელი ქართული ხალხური საკრავი იცით?
2.რატომ ვიყენებთ საკრავებს?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კომპიუტერით ჩვენება საკრავების და რაც გაგვაჩნია რეალურად.
6წთ
3.
Pover point-ში შექმნილი მასალების ჩვენება და პრეზენტაცია
პრეზენტაცია
მთელიკლასი
კომპიუტერი,პროექტორი

15წთ
4.
ელექტრონულ ტექსტებზე მუშაობა(მასწავლებლის მიერ გაგზავნილი)
ბუკებში
მუშაობა
წყვილებში
ბუკები
10წთ
5
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ნაწყვეტებს ხალხური
საკრავების მონაწილეობით და თან ხსნის
მოსმენა
მთელი კლასი
კომპიუტერი,ინტერნეტი
8წთ
6.
მასწავებელი აძლევს
საშინაო დავალებას
პრეზენტაცია
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
2წთ
7
მასწავლებელი იძლევა განმავითარებელ შეფასებას
პრეზენტაცია
მთელი კლასი

2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:მოსწავლე ამოიცნობს საკრავებს  სოლო ჟღერ
 ადობის დროს.განასხვავებს საკრავებს მასალის მიხედვით.
მასწავლებელი:ნონა ხავთასი


გაკვეთილის რეფლექსია


გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე მოსწავლემ უნდა შეძლოს ერთმანრთისაგან განასხვავოს  ხალხური   მუსიკალური საკრავები. გაკვეთილი მიმდინარეობდა გეგმის მიედვით.ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზე ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესს,ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა,ხელს უწყობს მასალის უკეთ დამახსოვრებას,ცოდნის განმტკიცებას  აღძრავს მოტივაციას.რაც გამოვიდა კიდეც.


მასწავლებელი: ნონა ხავთასი

2.    გამოყენე3ბული ელ.რესურსის ბმული                                                                                    hangebi.ge